|
2023-09-27 15:58:10, 1074 ნახვა
რეგიონი
კასპში სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებმა ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
კასპის მუნიციპალიტეტში სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელები, ყოფილი ომის ვეტერანები და საზოგადოების წარმომადგენლები გმირთა მემორიალთან შეიკრიბნენ და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. კასპის მერიის ცნობით, მამა ალექსანდრემ გმირთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. „ომის ეპიზოდები გაიხსენა ვეტერანმა მებრძოლმა, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელმა კასპის მუნიციპალიტეტში, თადარიგის პოლკოვნიკმა ლავრენტი ბაიდაურმა. პროცესიამ გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ბიუსტთან, შემდეგ კი ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში გადაინაცვლა. ომმა, რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა მრავალი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე შეიწირა. მათ შორის არიან საქართველოს გვარდიის - კასპის ბატალიონის მებრძოლები - ისინი სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოდნენ სამშობლოს დასაცავად. კასპის მუნიციპალიტეტი კიდევ ერთხელ უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს“,- აღნიშნულია კასპის მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)