|
2023-09-26 11:11:58, 1050 ნახვა
რეგიონი
კასპში, სოფელ ზემო ხანდაკში პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის გარდაცვალების 30 წლისთავი აღინიშნა
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკში ეროვნული გვარდიის კასპის ბატალიონის პირველი მეთაურის, კასპის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელის, პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის გარდაცვალების 30 წლისთავი აღინიშნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. კასპის მერიის ცნობით, პოლკოვნიკი 1993 წლის 25 სექტემბერს, სოხუმის დაცვისას აფხაზეთში გმირულად დაიღუპა. „ტარიელ შარიფაშვილის სახელობის სკვერში, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, თანამებრძოლები, ყოფილი გვარდიელები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები, უწყების რეგიონული მართვის დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს თანამშრომლები, თანასოფლელები შეიკრიბნენ და მის ხსოვნას პატივი მიაგეს. სამშობლოს ერთიანობისა და თავისუფლებისათვის დაღუპული გმირის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრა, საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელმა კასპის მუნიციპალიტეტში ლავრენტი ბაიდაურმა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მისივე სახელობის მშობლიური სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები. ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ ტარიელ შარიფაშვილის ქალიშვილი, თამარ შარიფაშვილი, შვილიშვილი და ახლობლები“,- აღნშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)