|
2015-02-09 17:46:22, 801 ნახვა
საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრს ყირგიზეთის დელეგაცია ესტუმრა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრს“ ყირგიზეთიდან არასრულწლოვანთა საკითხებზე მომუშავე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესტუმრნენ. დელეგაციას დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორი ჯონი კვინიკაძე, დირექტორის მოადგილე გიორგი პაპავა და პროგრამების ხელმძღვანელები შეხვდნენ. სტუმრები საქართველოში არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციისკენ გადადგმული ნაბიჯებით, მიმდინარე პროგრამებითა და სახელმწიფო პოლიტიკით დაინტერესდნენ. ჯონი კვინიკაძემ დელეგაციის წევრებს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ძირითადი საქმიანობა და პროგრამები გააცნო. ყირგიზელმა უფლებადამცველებმა შეხვედრა თავდაპირველად თბილისის იუსტიციის სახლში, მოგვიანებით კი მედიაციის სახლში გამართეს. სტუმრებმა ყველაზე დიდი ინტერესი არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამის, ასევე დანაშაულის პრევენციის მეორე დონის სამმართველოს (დანაშაულის ჩადენის რისკ ფაქტორების მატარებელი არასრულწლოვნები) საქმიანობის მიმართ გამოთქვეს. როგორც სტუმრებმა აღნიშნეს, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს გამოცდილების გაზიარება და ამ მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს. დელეგაციას ყირგიზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს არასრულწლოვანთა დანაშაულთან ბრძოლის განყოფილების უფროსი ხელმძღვანელობდა. დელეგაციაში ასევე შედიოდნენ პოლიციის აკადემიის ხელმძღვანელი პირები და ბავშვთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)