|
2015-02-09 17:10:57, 697 ნახვა
საზოგადოება
ეროვნული არქივი 24-25 მარტს სამეცნიერო კონფერენციის ჩატარებას გეგმავს
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი ახალგაზრდა მეცნიერთათვის (სწავლების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურები) 24-25 მარტს გეგმავს სამეცნიერო კონფერენციის ჩატარებას თემაზე: ,,საქართველოს ეკლესია ΧΧ საუკუნის პირველ ნახევარში“. კონფერენციის მიზანია საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის თარიღის ჯეროვანი აღნიშვნა, ახალგაზრდების სამეცნიერო საქმიანობის ერთგვარი წახალისება, მათთვის სამეცნიერო თუ საგანმანათლებლო სივრცეში არსებული სიახლეების, ასევე, ეროვნული არქივის სამეცნიერო პოტენციალის გაზიარება და აქ დაცული მდიდარი მასალის პოპულარიზაცია. კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა თემის სათაური, ანოტაცია და განაცხადი უნდა გამოგზავნონ ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილებაში 2015 წლის 27 თებერვლამდე ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართებზე: kasatiani@archives.gov.ge; nbadashvili@archives.gov.ge. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: http://archives.gov.ge/ge/Youth_Conference
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)