02:16 - 23 May, 2026
|
2023-05-14 10:46:36, 2913 ნახვა
სპორტი
15 წლის ინგუშმა ფეხბურთელმა საქართველოს ნაკრებში თამაში გადაწყვიტა
საქართველოს ნაკრებში ბელგიურ ბრიუგეში მოთამაშე 15 წლის ინგუშ ფეხბურთელი ხალიდ დოლტმურზიევი ითამაშებს. ამის შესახებ არაერთი ქართული ინტერნეტ რესურსი იუწყება. Geo Team-ის ინფორმაციით, ახალგაზრდა თავდამსხმელს შემოთავაზება ბელგიის ახალგაზრდული ნაკრებიდან ჰქონდა, მაგრამ სპორტსმენის მამა დაჟინებით მოითხოვდა საქართველოს არჩევას. Setanta Sports News-ის ცნობით, დოლტმურზიევი საქართველოს ნაკრებთან ერთად (17 წლამდე) აზერბაიჯანში გაემგზავრება. ამ სეზონში დოლტმურზიევმა ბრიუგეს ახალგაზრდულ გუნდში 22 მატჩში 23 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა. აღსანიშნავია, რომ ინგუშ ფეხბურთელმა ინსტაგრამის საკუთარ ექაუნთში საქართველოს ნაკრებში თამაშის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა და ფაქტობრივად დაადასტურა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)