|
2015-02-08 15:58:07, 673 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანია ესპანეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს შეხვდა
ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში ვიზიტით მყოფი თბილისის მერი დავით ნარმანია და მერის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე ესპანეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს ალეხანდრო ბლანკოს შეხვდნენ. მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის - „თბილისი 2015" მზადებას. თბილისის მერმა განსაკუთრებული აქცენტი ფესტივალის შემდგომ, ოლიმპიადის ფარგლებში დედაქალაქში აშენებული ობიექტების დატვირთვაზე გაამახვილა. ალეხანდრო ბლანკომ დავით ნარმანიას ამ კუთხით ესპანეთის გამოცდილება გაუზიარა. ალეხანდრო ბლანკოს თქმით, ესპანეთს საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების ჩატარების დიდი გამოცდილება აქვს და იგი საქართველოს დაეხმარება როგორც ევროპული გამოცდილების გაზიარებაში, ისე საერთაშორისო კონგრესებისა და სპორტული ღონისძიებების ორგანიზებაში. დავით ნარმანიამ ესპანეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ივლისში, ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე მოიპატიჟა. მანამდე კი ალეხანდრო ბლანკო თბილისს ობიეტების დასათვალიერებლად ეწვევა. ალეხანდრო ბლანკოსთან შეხვედრამდე დავით ნარმანია სპორტის საკითხებში ესპანეთის სახელმწიფო მდივანს მიგელ კარდინალ კაროს შეხვდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)