03:29 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-08 15:51:38, 796 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი თსუ-ს დაარსების 97-ე წლისთავს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნივერსიტეტს  დაარსების 97-ე წლისთავს ულოცავს.

„8 თებერვალი უნივერსიტეტის დაარსების დღეა. ვულოცავ  უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებს, ყველა მის კურსდამთავრებულს ამ მნიშვნელოვან დღეს.

97 წლის წინ, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, ჩვენმა დიდმა მეცნიერებმა დააარსეს ევროპული ტიპის უმაღლესი სკოლა, სადაც შესაძლებელი გახდა ეროვნული და ევროპული ღირებულებების შერწყმა, ზოგადსაკაცობრიო იდეალების მსახურება. ამიტომაც ათწლეულების განმავლობაში უნივერსიტეტი  ჩვენი ქვეყნისთვის განათლების, ქართული მეცნიერებისა და კულტურის უმნიშვნელოვანესი კერა იყო. 

დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ  თბილისის  ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უპასუხოს ყველა თანამედროვე მოთხოვნას, შეინარჩუნოს და შეასრულოს მთავარი საგანმანათლებლო ცენტრის ფუნქცია“,-ნათქვამია პრემიერის მისალოც წერილში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია რეჟიმს - შეწყდეს რეპრესიები, სოლიდარობა დამოუკიდებელ მედიას
დიუშენით დაავადებული ბავშვების დასახმარებელ მარათონში კომპანიები ჩაერთნენ
რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics