|
2015-02-08 12:09:32, 633 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: მჯერა, აფხაზებს და ოსებს საქართველოსთან ერთად კარგი მომავალი ექნებათ
ჩენ აფხაზ და ოს ძმებს ევროპულ მომავალს ვთავაზობთ“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა. მისივე შეფასებით, თუ ქართველები ევროპაში ვიზის გარეშე მოგზაურობას შეძლებენ, ეს აფხაზების და ოსების უკეთეს მომავალს ხელს შეუწყობს. „ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს ევროპულ მომავალს ვთავაზობთ. ნამდვილ დემოკრატიულ სახელმწიფოს. ასოცირების ხელშეკრულება – ეს არის ის, რაც ქვეყანას განვითარებას და ევროპეიზაციას მოუტანს. თუ ქართველები ევროპაში ვიზების გარეშე შეძლებენ მოგზაურობას , ეს აფხაზებს და ოსებს ჩვენდამი ნდობას დაუბრუნებს, რადგან ახლა სამწუხაროდ ისინი მოწყვეტილნი არიან ცივილიზებულ სამყაროს. მე მჯერა, რომ მათ კარგი მომავალი ექნებათ საქართველოსთან ერთად, ჩვენთან ერთადნ. ჩვენ გვიყვარს ეს ხალხი, ეს ეთნიკური ჯგუფები და ჩვენ მათ დავიცავთ, დავიცავთ მათ მომავალს, მივცემთ უკეთეს განათლებას და ბევრ შესაძლებლობას“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)