|
2023-02-10 17:35:35, 2026 ნახვა
სპეციალური ანონსი
მოლდოვას პრემიერ-მინისტრმა, ნატალია გავრილიცამ თანამდებობა დატოვა
ნატალია გავრილიცამ მოლდოვას პრემიერ-მინისტრობის თანამდებობა დატოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. ნატალია გავრილიცას თქმით, მისი მთავრობა ხელისუფლებაში 18 თვიანი ყოფის შემდეგ გადადგა, რისი უმთავრესი მიზეზიც, ეკონომიკური არეულობა გახდა, რაც რუსეთის მიერ უკრაინაში წარმართული ომით იყო გამოწვეული. გავრილიცას პრემიერ-მინისტრობის დროს ქვეყანამ, უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაზიანების შედეგად, ელექტროენერგიის გათიშვა განიცადა, გარდა ამისა გავრილიცას ჰქონდა მცდელობა ქვეყნისთვის რუსეთის გაზზე დამოკიდებულება მოეხსნა. პრემიერ-მინისტრის გადადგომით მთავრობის კაბინეტიც გადადგება, აქედან გამომდინარე, მოლდოვის პრეზიდენტმა და გავრილიცას თანაპარტიელმა, მაია სანდუმ განაცხადა, რომ ის საპარლამენტო ფრაქციებთან კონსულტაციებს გაივლის, რის შემდეგაც პრემიერმინისტრობის კანდიდატს დაასახელებს. "მე მჯერა მოლდოველი ხალხის. მე მჯერა მოლდოვის", - განაცხადა გავრილიცამ ბრიფინგზე. ნატალი გავრილიცამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 2021 წლის აგვისტოში მას შემდეგ დაიკავა, რაც მისმა პროევროპულმა პარტიამ პარლამენტში უმრავლესობის მოპოვება შეძლო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)