|
2022-12-18 16:50:57, 4320 ნახვა
ომი უკრაინაში
გამოქვეყნდა ვიდეო, რომლითაც ზელენსკის მსოფლიო ჩემპიონატზე მაყურებლისთვის უნდა მიემართა
დღეს კატარში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი გაიმართება. ამ გრანდიოზული ღონისძიების დროს მაყურებელს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა უნდა მოესმინა, თუმცა FIFA-მ ამის საშუალება არ მისცა. UAF-ის პრეზიდენტმა ანდრეი პაველკომ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე უკრაინის სახელმწიფოს მეთაურის ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ თუ ამას კატარის სტადიონიდან ვერ ნახავენ, მაშინ ტელეფინით იქნება შესაძლებელი. ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა მოუწოდა მხარი დაუჭირონ უკრაინას და მის ძალისხმევას მშვიდობის აღსადგენად და შეუერთდნენ მშვიდობის ფორმულას გლობალურ სამიტზე. „მსოფლიოში ყველა მამას სურს თავისი შვილი ფეხბურთის მატჩზე წაიყვანოს, ხოლო ჩვენთან ყველა დედა ოცნებობს, რომ მისი შვილი ომიდან დაბრუნდეს. ეს მსოფლიო ჩემპიონატი ისევ და ისევ ამტკიცებს, რომ სხვადასხვა ქვეყნებსა და ხალხებს შეუძლიათ გადაწყვიტონ, ვინ არის უფრო ძლიერი სამართლიან თამაშში და არა ცეცხლთან თამაშში. მწვანე ფეხბურთის მოედანზე და არა წითელ ბრძოლის ველზე. ეს არის ამდენი ადამიანის ოცნება. როცა მოთამაშეები ასპარეზობენ, მაგრამ ყველა მშვიდობით ტკბება“, - ამბობს უკრაინის სახელმწიფოს მეთაური.
შეგახსენებთ, რომ 16 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის სურდა, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის დაწყებამდე მაყურებლისთვის ონლაინ ფორმატში მიემართა, თუმცა FIFA-მ უარი უთხრა.
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)