|
2015-02-05 14:35:10, 725 ნახვა
პოლიტიკა
შავლიაშვილი: ათონელის რეზიდენციაში პრეზიდენტის გადასვლის შემთხვევაში, ობიექტს გრიფი დარჩება, თუარადა მოეხსნება
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის დავით შავლიაშვილის განცხადებით, თბილისში, ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენციის სარემონტო სამუშაოები დასრულებულია და მიმდებარე ტერიტორიის მოწყობა ხდება. მისივე განმარტებით, ჯერჯერობით რეზიდენციის სტატუსი გაურკვეველია. შავლიაშვილი საიდუმლო გრიფის მოხსნამდე ვერც ხარჯებზე საუბრობს. მინისტრის ინფორმაციით, ობიექტს საიდუმლო გრიფი მაშინ მოეხსნება, თუკი იქ პრეზიდენტი არ გადავა. "შენობა დასრულებულია. შარშან როგორც კი დასრულდა შენობა, დაიწყო მიმდებარე ტერიტორიის მოწყობა. ჩვენი ინფორმაციით, პრეზიდენტი უნდა გადასულიყო შენობაში. ამ დროისთვის დადასტურებული არაა, ველოდებით მთავრობის გაადწყვეტილებას, როგორც კი იქნება გადაწყვეტილება, შესაბამისად, გრიფი დარჩება თუ პრეზიდენტი გადავა, თუარადა მოეხსნება.კონკრეტული ვარიანტი ჯერ არაა. დადასტურებული არაფერია. კიდევ ერთხელ ვამბობ, გრიფის მოხსნა დამოკიდებულია რეზიდენციის სტატუსის გადაწყვეტაზე",-განაცხადა დავით შავლიაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)