|
2015-02-05 13:45:27, 800 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოში სავიზო რეგულაციები მარტივდება
საქართველოში უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის სავიზო რეგულაციები მარტივდება. შესაბამისი გადაწყვეტილება, ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, მთავრობის დღვანდელ სხდომაზე მიიღეს. როგორც მინისტრი აღნიშნავს, სავიზო რეგულაციების გამარტივება ქვეყანაში ინვესტორებისა და ტურისტების შემოსვლას გააიოლებს. კვირიკაშვილის განცხადებით, თუ პიროვნება საქართველოში უძრავ ქონებას ფლობს, მისთვის როგორც ვიზის, ასევე ბინადრობის მოწმობის აღება გაადვილდება. „ასევე, მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული იქნება იმ ქვეყნების სია, რომელთა მოქალაქე ვიზის ფლობის შემთხვევაში უფრო მარტივად შეძლებს ქვეყანაში შემოსვლას. სავიზო რეგულაციების გამარტივება ემსახურება რამდენიმე მიზანს. გავამარტივოთ ტურისტებისთვის ქვეყანაში შემოსვლა, ასევე გავამარტივოთ ინვესტორებისთვის შემოსვლა და მუშაობა. ჩვენი ბევრი თანამემამულისთვის, რომლებმაც მიიღეს სხვა ქვეყნის მოქალქეობა და აქედან გამომდინარე დაკარგეს საქართველოს მოქალაქეობა, ქვეყანაში შემოსვლა მარტივი იქნება და აქ ყოფნის შესაძლებლობა შეუზღუდავად ექნებათ, ვინაიდან უმეტესობა საქართველოში ჯერ კიდევ ფლობს უძრავ ქონებას“,-განაცხადა კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)