|
2015-02-05 12:46:01, 691 ნახვა
პოლიტიკა
ლევან ბერძენიშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ თუ მოინდომებს, ბევრი რამ შეუძლია
„ნაციონალური მოძრაობა“ არ არის უძლური მოძრაობა და თუ მოინდომებს ბევრი რამ შეუძლია“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან ბერძენიშვილმა ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობასთან დაკავშირებით, შს მინისტრის განცხადების შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, შს მინისტრის განცხადება, გარკვეული ძალების მიერ საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობასთან დაკავშირებით შესასწავლია. „მინისტრის განცხადება უფრო ღრმად შესასწავლია, ბუნებრივია, მას აქვს თავისი ცნობები. მე არ მაქვს ეს ინფორმაცია ამიტომ არ ვიცი ის რას ეყრდნობა. რაც შეეხება იმას, „ნაციონალურ მოძრაობას“ რა შეუძლია და რა არა, „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის უძლური მოძრაობა და თუ მოინდომებს ბევრი რამ შეუძლია. ამიტომ, თუ რაიმე განზრახვა ვინმეს აქვს და მინისტრმა ამის შესახებ იცის, ის გადადგამს შესაბამის ნაბიჯებს“, - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)