|
2022-06-17 10:43:38, 2642 ნახვა
კომენტარი
გიორგი გამსახურდია - გოგი ხოშტარიასგან არაფერი გამიკვირდება - პირველი იყო, რომელიც სიგუასა და კიტოვანს გვერდს უმშვენებდა
ეს არის აპრობირებული მეთოდი სპეცსამსახურების, როცა ამ არხებით ირიცხება. რა ჰონორარი? მეც ვიღებ ბაბუაჩემის ჰონორარს და ვიცი, როგორ, რანაირად და რა გზით ხდება, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილმა, გიორგი გამსახურდიამ ელენე ხოშტარიაზე საუბრისას განაცხადა. „რამდენჯერაც შეეცდება ეს ყველაფერი დაამტკიცოს, საპირისპირო შედეგს მიიღებს. ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება და სჯობს ამ დისკუსიაში თვითონაც არ შემოვიდეს. გოგი ხოშტარიასგან არაფერი გამიკვირდება - პირველი იყო, რომელიც სიგუასა და კიტოვანს გვერდს უმშვენებდა და ასე ვთქვათ, შეიარაღებული ებრძოდა კანონიერ ხელისუფლებას. მამების ჩადენილ დანაშაულზე შვილები პასუხს არ აგებენ, მაგრამ ეს სხვა შემთხვევაა. ამ მორალურ პაექრობაში რომ შედის იმ ადამიანებთან, რომლებმაც ბევრი რაღაც გაწირეს, გააკეთეს. პაატა ბურჭულაძე ჰყავთ და ეს რომ დაიწყებს რუსეთუმეებზე ლაპარაკს. ესენი ამაზე არ უნდა ლაპარაკობდნენ. ბიძინა ივანიშვილია რეგრესულ ადამიანად შეფუთული და ესენი არიან მშვიდობის მტრედები“, - განაცხადა გამსახურდიამ. დღეს „ქრონიკამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „დროას“ დამფუძნებლის ოჯახის წევრის ანგარიშზე რუსეთიდან, პერიოდულად, მილიონობით რუსული რუბლი ირიცხება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)