|
2022-06-16 15:50:58, 2358 ნახვა
კომენტარი
გია ცაგარეიშვილი ხოშტარიაზე - როცა გულზე მჯიღს იცემს და ამბობს, საქართველო უპირველეს ყოვლისაო, ჯიბეში უდევს გადაკეცილი რუბლები
„ორპირობის საუკეთესო ნიმუშთან გვაქვს ჩვენ ახლა შეხება. როცა ქალბატონი ხოშტარია გამოდის და გულზე მჯიღს იცემს და ამბობს, რომ საქართველო უპირველეს ყოვლისა მას ჯიბეში უდევს გადაკეცილი რუბლები საფულეში, არ უმძიმებს ჯიბეს ეს რუსული რუბლები?“- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა განაცხადა. როგორც ცაგარეიშვილმა აღნიშნა „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია ხელფასს რუსეთის ფედერაციიდან იღებს, რაც არის კატასტროფა. „ფაქტი ის არის, რომ პოლიტიკოსი, რომელიც სხვას ამუნათებს, რუსეთუმეობას და პროპუტინისტობას აბრალებს, ხელფასს იღებს რუსეთის ფედერაციიდან რუბლებში, ეს არის კატასტროფა. 25 წელიაო მე ეს ხელფასი მერიცხებაო და 2008 წლის აგვისტოს თვის გადმორიცხვები გამოაქვეყნოს ქალბატონმა ხოშტარიამ, მაგ დროს თუ აქვს მიღებული ჯილდო ჰონორარის სახით, სასცენო ხელოვნების განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის“- განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)