|
2022-05-25 22:52:27, 2021 ნახვა
სხვადასხვა
პრინცი ჩარლზი რუმინეთში უკრაინელ ლტოლვილებს სტუმრობს
უელსის პრინცი, ჩარლზი რუმინეთში ჩავიდა უკრაინელი ლტოლვილების მხარდასაჭერად და უშუალოდ ენახა, თუ რა სახის დახმარებას იღებენ ისინი, - ამის შესახებ, BBC იუწყება. უკრაინაში რუსეთის შემოჭრის დაწყების შემდეგ, პირველად ეწვია ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ასეთი მაღალი რანგის წარმომადგენელი რეგიონს - ბუქარესტი უკრაინის საზღვრიდან მხოლოდ 200 კმ-ით არის დაშორებული. პრინცი ჩარლზი ეწვია ლტოლვილთა ცენტრს ბუქარესტის მახლობლად, სადაც მუდმივად ჩადიან ომიდან გაქცეული უკრაინელები. მან მკაცრად დაგმო ომი და უწოდა მას რუსეთის "სასტიკი აგრესია" უკრაინის წინააღმდეგ. პრინც ჩარლზს ასევე დიდი ხნის კავშირი აქვს რუმინეთთან - მას აქ აქვს საქველმოქმედო ფონდი. ჰუმანიტარული ორგანიზაციების მუშაკები აღნიშნავენ მასობრივი მიგრაციის მასშტაბებს - უკრაინიდან ყოველდღიურად ათასობით ადამიანი ჩადის რუმინეთში. სამ თვეში ექვს მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა უკრაინა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)