|
2022-05-12 13:29:00, 2082 ნახვა
სხვადასხვა
ომის პირველი მსხვერპლი საზღვრის რუსეთის მხარეს ბელგოროდში
ერთი ადამიანი დაიღუპა, შვიდი დაშავდა ბელოროდსკის ოლქის სოფელ სოლოხში, რომელსაც დღეს ცეცხლი გაუხსნეს, - ამის შესახებ, ნათქვამია გუბერნატორის ვიაჩესლავ გლადკოვის განცხადებაში. უკრაინის მოსაზღვრე რეგიონების სხვა გუბერნატორების მსგავსად, გლადკოვი უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებულ მოვლენებს ტელეგრამის არხზე ავრცელებს. „შვიდი დაჭრილი, კიდევ ერთი მსხვერპლი გვიან ღამით მოიყვანეს“, - წერს გუბერნატორი. გუბერნატორმა დაბომბვის შედეგების ფოტო გამოაქვეყნა. მისი თქმით, დაზიანდა 17 კომლი და ექვსი მანქანა, ჩამტვრია მინები სკოლაში, ფოსტაში და მაღაზიაში. სოფელში სახლები არ იწვის - იწვის სოფლის გარეთ ამოსული ლერწამი, აღნიშნა გლადკოვმა. სოფელი უკრაინის საზღვრიდან 20 კილომეტრის დაშორებით სწორი ხაზით მდებარეობს. მისი ყველა მცხოვრები უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს, განაცხადა ბელგოროდის რეგიონის ხელმძღვანელმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)