|
2015-02-04 20:19:28, 809 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილმა გერმანიის ყოფილი პრეზიდენტის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოხატა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გერმანელ კოლეგას იოაკიმ გაუკს სამძიმრის წერილი გაუგზავნა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტის რიხარდ ფონ ვაიცზეკერის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოხატა. „ღრმად დამამწუხრა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტის, მისი აღმატებულების, ბატონი რიხარდ ფონ ვაიცზეკერის გარდაცვალების ამბავმა. ნება მიბოძეთ, ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით მოგისამძიმროთ თქვენ, რიხარდ ფონ ვაიცზეკერის ოჯახის წევრებს და გერმანელ ხალხს. როგორც გამორჩეულმა პოლიტიკოსმა, ბატონმა ვაიცზეკერმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა და უდიდესი წვლილი შეიტანა გერმანიის გაერთიანების საქმეში. დარწმუნებული ვარ, რომ გერმანელი ხალხი არასდროს დაივიწყებს მის დამსახურებას ქვეყნის წინაშე. მსურს, მოწიწებით გთხოვოთ გადასცეთ ჩემი ღრმა მწუხარება და თანადგომა ბატონი რიხარდ ფონ ვაიცზეკერის ოჯახს“, - აღნიშნულია პრეზიდენტის სამძიმრის წერილში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)