|
2022-04-13 21:29:23, 1752 ნახვა
სხვადასხვა
რუსეთმა გასცა ბრძანება უკრაინაში არმიის დანაშაულის ნებისმიერი მტკიცებულება განადგურდეს - უკრაინის დაზვერვა
უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის ხელმძღვანელობამ გასცა ბრძანება უკრაინაში რუსული არმიის დანაშაულის ნებისმიერი მტკიცებულება განადგურდეს. ბუჩის გენოციდზე ინფორმაციის გავრცელების შემდეგ რუსულმა ჯარებმა მობილური კრემატორიუმების გამოყენება დაიწყეს. დაზვერვის ცნობით, მარიუპოლში 13 მობილური კრემატორიუმი დააფიქსირეს, რომლებსაც დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის ცხედრებისგან ქუჩების გასასუფთავებლად იყენებენ. მათივე თქმით, ოკუპანტები ფილტრაციის ბანაკების მეშვეობით დანაშაულის ყველა მოწმის გამოვლენასა და განადგურებას ცდილობენ. "უკრაინის სამხედრო დაზვერვამ არაერთხელ დააფიქსირა მობილური კრემატორიუმის გამოყენების ფაქტები ჩერნიგოვის რეგიონში. მობილური კრემატორიუმების მუშაობა დაფიქსირდა ნოვოაიდარში, ლუგანკის რეგიონში", — აცხადებენ ისინი. ამასთან, დაზვერვის თქმითვე, ოკუპანტები მოძრავ კრემატორიუმებს რუსი სამხედროების ცხედრების განადგურებისთვისაც იყენებენ. როგორც ისინი ამბობენ, ამის მიზანი უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის დროს დაღუპული რუსი ჯარისკაცების რეალური რაოდენობა დაფარვა და დაღუპული ოჯახებისთვის კომპენსაციის გადახდისგან თავის არიდებაა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)