|
2022-03-04 21:21:58, 4726 ნახვა
სპეციალური ანონსი
ეკონომიკის სამინისტრო - „აწარმოე უკრაინისთვის" კამპანიის ფარგლებში გასაგზავნი პირველი ტვირთი უკვე მზად არის
ფართომასშტაბიანი კამპანიის „აწარმოე უკრაინისთვის" ფარგლებში, ჰუმანიტარული დახმარების პირველი ტვირთი უკრაინაში გასაგზავნად უკვე მზად არის. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო იუწყება. „კომპანიების მიერ მოწოდებული პროდუქცია შეიფუთა და სატვირთო მანქანებში ჩატვირთულია. პირველი ტვირთი ამ დღეებში გაიგზავნება. ეს არის პირველადი საჭიროების პროდუქტები, მედიკამენტები, ბავშვთა კვება, ბავშვთა ტანსაცმელი და სხვა საჭირო პროდუქცია. დიდი მადლობა ქართულ კომპანიებს ასეთი აქტიური ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის", - აღნიშნა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმა. კამპანია „აწარმოე უკრაინისთვის", რომელიც მთავრობის ინიაციატივით სააგენტომ „აწარმოე საქართველოში" უკრაინელი ხალხის დასახმარებლად რამდენიმე დღის წინ დაიწყო, გრძელდება. სურვილის შემთხვევაში კომპანიებმა უნდა შეავსონ ფორმა: https://bit.ly/3hnb8oL. დამატებითი კითხვების შემთხვევაში კი დარეკონ ნომერზე - 1525.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)