|
2021-12-30 12:49:25, 2843 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრმა კადეტებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კადეტთა სამხედრო ლიცეუმში საახალწლო ღონისძიება გაიმართა. უწყების ცნობით, კადეტებმა მხატვრული, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებით დატვირთული მრავალფეროვანი საახალწლო პროგრამა წარმოადგინეს. კადეტებს დამდეგი შობა-ახალი წელი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ვალერიან გობრონიძემ, თავდაცვის ძალების ხელმძრვანელმა პირებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს. თავდაცვის მინისტრმა კადეტებს სიტყვით მიმართა და მათ წარმატებული მომავალი უსურვა: „ძვირფასო კადეტებო, თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის მომავალი. თქვენი და თქვენი თაობის ახალგაზრდების ცოდნასა და ღირებულებებზეა დამოკიდებული, თუ როგორი იქნება ჩვენი ქვეყანა მომავალში. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ამ სულისკვეთებით გააგრძელებთ სწავლას, შექმნით თქვენს პირად და ამასთანავე, ჩვენი ქვეყნის წარმატებულ მომავალს“. კადეტებს სიტყვით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ. საახალწლო ღონისძიება კადეტთა ნახატების გამოფენითა და საახალწლო ვახშამით დასრულდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)