|
2015-02-03 17:42:51, 1006 ნახვა
საზოგადოება
ჯაბა სამუშია: "პანორამა თბილისი" უალტერნატივოა
საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ჯაბა სამუშიას მტკიცებით, "პანორამა თბილისთან" დაკავშირებით, ინტენსიური და გამჭვირვალე მუშაობა მიმდინარეობს. მისივე თქმით, სამუშო შეხვედრები განხორციელდა ხელოვნებათმცოდნეებთან, არქიტექტორებთან და შეხვედრა, ასევე, მედიის წარმომადგენლებთანაა დაგეგმილი. სამუშიას შეფასებით, თბილისში მილიარდ ნახევრიანი ინვესტიციის განხორცილება მნიშვნელოვანია, რადგან ის რამდენიმე ათასი ადამიანის დასაქმებას გამოიწვევს. "აღნიშნულ პროექტს მოჰყვება რამდენიმე ათასი ადამიანის დასაქმება და ის ემსახურება იმას, რომ ქალაქმა დიდი მოგება მიიღოს. მთავარი ის არის, რომ ამ მასშტაბის ინვესტიცია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არ განხორციელებულა. არ მესმის ჩვენი კოლეგების არგუმენტები-ყველა საუბრობს, რომ თითქოს პროექტი დასრულებულია. დღეს არის სამუშაო პროცესი",-აღნიშნა სამუშიამ. მისივე განმარტებით, წინა ხელისუფლების დროს განხორციელებულ არც ერთ პროექტზე მუშაობა ისე გამჭვირვალედ არ მიმდინარეობდა, როგორც "პანორამა თბილისზე". "მინდა, მივმართო საკრებულოს იმ წევრებს, რომლებიც წინა ხელისუფლების მონაწილეები იყვნენ. არ მინახავს პროექტების განხილვის მსგავსი გამჭვირვალე პროცესი. ისე განხორციელდა იგივე გმირთა მოედანზე, ასევე, რიყის რეკონსტრუქციის პროექტები, რომ არც ერთი არქიტექტორი და ხელოვნებათმცოდნე განხილვის პროცესში არ ჩართულან",-განაცხადა ჯაბა სამუშიამ. დეპუტატის აზრით, "პანორამა თბილისის" პროექტი უნდა განხორციელდეს, რადგან ის უალტერნატივოა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)