|
2021-12-12 17:33:33, 2677 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის სამინისტროს საპარაშუტო მომზადების სკოლაში სასწავლო პროგრამა პარაშუტით ხტომის საჩვენებელი ელემენტებით დასრულდა
ბოლნისში, საპარაშუტო მომზადების სკოლაში პარაშუტის პირველადი მომზადების პროგრამა საჩვენებელი სწავლებით დასრულდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სასწავლო პროგრამა თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციის ძალების რეინჯერის კურსდამთავრებულებმა გაიარეს. საპარაშუტე მომზადების კურსი 3-კვირიან სწავლებას მოიცავდა. პროგრამა, რომელიც თეორიული და პრაქტიკული ეტაპებისგან შედგებოდა, მიწისზედა მომზადების, საფრენ აპარატში მოქმედებების, განსაკუთრებული შემთხვევების დროს პარაშუტებით ხტომისა და ჰაერში მოქმედების წესების შესწავლას მოიცავდა. რეინჯერებს თეორიული და პრაქტიკული ტესტებიც ჩაუტარდათ, რომლის დროსაც მათ შეასრულეს ხტომები პარაშუტით, პარაშუტით და ტვირთით, ბოლოს კი - პარაშუტით, ტვირთითა და იარაღით. გავრცელებული ინფორმაციით, საჩვენებელი კომპონენტის შემდეგ, საპარაშუტო მომზადების სკოლაში პარაშუტის პირველადი მომზადების პროგრამის სპეციალისტთა გამოშვების ცერემონიალი გაიმართა. რეინჯერებს პროგრამის დასრულება სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა, პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა მიულოცა და კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)