|
2021-11-30 11:56:10, 3149 ნახვა
კომენტარი
ელენე ხოშტარია კოვიდსტატისტიკაზე – წარმოუდგენელი გულგრილობაა, ახალ წელს სიცოცხლის სადღეგრძელოები ვსვათ ყანწებით და მოგვეშვება
არანაირი განგაში, არანაირი წუხილი, არანაირი პასუხისმგებლობა, – ამის შესახებ პარტია "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს და ქვეყანაში კორონავირუსის სტატისტიკას, გარდაცვალების მაჩვენებელს ეხმაურება. როგორც ელენე ხოშტარია აღნიშნავს, ხელისუფლების მხრიდან აღნიშნულ საკითხზე წარმოუდეგნელი გულგრილობაა. "მერამდენე დღე თუ კვირა თუ თვეა, რაც 50-80 ადამიანი მიდის კორონას გამო. არანაირი განგაში, არანაირი წუხილი, არანაირი პასუხისმგებლობა. ეს ნორმააო გვეუბნებიან. ნორმაა, რომ ვერ ავცერით, არც მოგვიკლავს ამისთვის თავიო. წარმოუდგენელი გულგრილობა და ჩამოშლაა ეს. ახალ წელს სიცოცხლის სადღეგრძელოები ვსვათ ყანწებით და მოგვეშვება…", – წერს ელენე ხოშტარია. ცნობისთვის, საქართველოში გასული დღე–ღამის განმავლობაში კორონავირუსის 5 050 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 80 პაციენტი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)