|
2021-11-25 12:30:03, 2722 ნახვა
სხვადასხვა
რუსეთის Netflix-ის წინააღმდეგ ე.წ ოჯახის დაცვის სიწმინდის ეგიდით გამოდის
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო Netflix-ის წინააღმდეგ ე.წ ოჯახის დაცვის კომისრის ოლგა ბარანეცის საჩივარს განიხილავს, რომელიც "ლგბტ პირების პროპაგანდას" ეხება. შსს-ში გაზეთი "ვედომოსტის" თანამოსაუბრე ამბობს, რომ საჩივარს, მოსკოვის დეპარტამენტი განიხილავს. საჩივარში ბარანეცი netflix-ის სტრიმინგის სერვისზე ლგბტ ადამიანებისადმი მიძღვნილი სერიალებისა და ფილმების ცალკე არჩევის შესახებ წერს. „ფილმებისა და სერიალების ეს ფერადი კოლექცია ასახავს გეების, ლესბოსელების, ბისექსუალებისა და ტრანსგენდერების ცხოვრებას“, - ამბობს ბარანეცი საჩივარში და აღნიშნავს რომ კოლექციაში ასევე არის სერიები ნიშნით „16+“. ბარანეცმა შინაგან საქმეთა სამინისტროს სთხოვა შეამოწმოს Netflix არასრულწლოვანთა შორის არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების ხელშეწყობის მუხლით. Netflix-მა უარი თქვა საჩივარზე კომენტარის გაკეთებაზე. ამასთან, პოპულარული პლადფორმმასთან დაახლოებულმა წყარომ „ვედომოსტის“ განუცხადა, რომ ნოემბრის დასაწყისში სამსახურმა გადაამოწმა ლგბტ თემატიკის ფილმების და სერიალების სია და მასში ვერ იპოვა დაწეული ცენზი „16+“. ბოლო დროს რუსეთში ღია ჰომოფობიური თავდასხმები სახელმწიფოს მხრიდან პირველი არაა. ნოემბრის შუა რიცხვებში მოსკოვის ბასმანის სასამართლომ Muz TV მილიონი რუბლით დააჯარიმა „არასრულწლოვანთა შორის არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების ხელშეწყობისთვის“. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც როსკონაძორმა გადაამოწმა Muz-TV დაჯილდოვების ცერემონია, სადაც ცნობილი ტიკტოკერი დანია მილოხინი მოვიდა კოსტუმით, რომელიც შედგებოდა ნახევარი კაბისა და ნახევარი სმოკინგისგან, ხოლო ბლოგერი იგორ სინიაკი კაბაში. გარდა ამისა, ფილიპ კირკოროვმა და რეპერმა დავამ თავიანთი "ქორწილი" გაითამაშეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)