|
2021-11-17 10:46:38, 2529 ნახვა
სამხედრო
სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლებმა რეინჯერის კურსი დაასრულეს
სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლებმა რეინჯერის კურსი დაასრულეს. რეინჯერის პროგრამა 22 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც სამხედროებმა კავშირგაბმულობის, სამხედრო ტოპოგრაფიის, წყალზე მომზადების, საინჟინრო და სამედიცინო კომპონენტები შეისწავლეს. კურსი წარმატებით 18-მა სამხედრო მოსამსახურემ დაასრულა. რეინჯერების დაჯილდოების ცერემონიალი რეინჯერთა სკოლაში გაიმართა. წარჩინებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა, პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა გადასცეს. თავდაცვის ძალების მეთაურმა რეინჯერებს კურსის წარმატებით დასრულება მიულოცა და ქვედანაყოფის მნიშვნელოვან, რთულ და საპასუხისმგებლო როლზე ისაუბრა. ცერემონიალის დასრულების შემდეგ სამხედროებმა საჩვენებელი სწავლება ჩაატარეს, რომელიც ჩასაფრებისა და რეიდის ოპერაციებს მოიცავდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)