|
2021-11-17 10:46:02, 2632 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის სამინისტრო ახალგაზრდულ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას აძლიერებს
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ „გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდულ ლეგიონთან“ და საზოგადოებრივ ორგანიზაცია „აისთან“ ურთიერთთანამშრომლობის განახლებული მემორანდუმი გააფორმა. დოკუმენტს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და ახალგაზრდული ორგანიზაციების ხელმძღვანელმა პირებმა მოაწერეს ხელი. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სამინისტროსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას ითვალისწინებს. მისი მიზანი საქართველოს თავდაცვის ძალების საქმიანობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებაა. განახლებული მემორანდუმი სტუდენტებთან და მოსწავლეებთან შეხვედრებს, კონსულტაციებსა და სხვადასხვა სახის ღონისძიებების გამართვას გულისხმობს. ასევე, „გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონისა“ და საზოგადოებრივ ორგანიზაცია „აისის“ წევრებს შესაძლებლობა ექნებათ, თავდაცვის ძალებში დაგეგმილ სხვადასხვა სწავლების საჩვენებელ ღონისძიებებში ჩაერთონ. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ „გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდულ ლეგიონთან“ და საზოგადოებრივ ორგანიზაცია ,,აისთან“ ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი პირველად 2016 წელს გააფორმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)