|
2015-02-03 12:09:30, 854 ნახვა
პოლიტიკა
თამარ ბერუჩაშვილმა აშშ-ში CSIS-ს მრგვალ მაგიდაში მიიღო მონაწილეობა
ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში, (CSIS) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის მონაწილეობით, მრგვალი მაგიდა გაიმართა, რომელსაც ორგანიზაციის პრეზიდენტი ჯონ ჰემრე მასპინძლობდა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო უწყებიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაციის კუთხით საქართველოს მიერ უკანასკნელ პერიოდში მიღწეული პროგრესი გააცნო. თამარ ბერუჩაშვილმა ყურადღება გაამახვილა უკრაინაში მიმდინარე პროცესების ფონზე რეგიონის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, საქართველოში ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის პოლიტიკასა და მეზობელ ქვეყნებთან საქართველოს ურთიერთობებზე. ღონისძიებას ვაშინგტონში არსებული წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციების ექსპერტები ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)