|
2015-02-03 11:28:23, 781 ნახვა
პოლიტიკა
20 თებერვლამდე მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონპროექტი მომზადდება
20 თებერვლამდე მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონპროექტის შეჯერებული, საბოლოო ვარიანტი მზად იქნება. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მთიანი რეგიონების სტატუსსა და მთის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს. მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონზე მუშაობის პროცესში ჩართულნი არიან როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. კანონის მთავარი პრიორიტეტი მთიანი სოფლებიდან მოსახლეობის მიგრაციის შეჩერება და ადგილზე ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა იქნება. აღნიშნულ კანონპროექტს პარლამენტში მარტში წარადგენენ. მისი განხილვა კი აპრილიდან დაიწყება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)