|
2021-10-13 14:06:51, 3599 ნახვა
Lifestyle
ემი ვაინჰაუსის პირად ნივთებს აუქციონზე გაყიდიან
აქსესუარები, ტანსაცმელი, სათამაშოები-სულ მცირე 800 პირად ნივთს, რომელიც ბრიტანელ შემსრულებელს ემი ვაინჰაუსს ეკუთვნოდა, ბევერლი-ჰილზის დიდ აქუციონზე გაყიდიან. მომღერლის ოჯახი ვარაუდობს, რომ ემის ნივთების ფლობა, მის ფანებს ბევრად დიდ სარგებელს მოუტანს, ვიდრე მათი საწყობში არსებობა. აგრეთვე ოჯახის სურვილია, ფასი წვრილმან ნივთებზე მინიმალური იყოს. აქსესუარების ფასი აუქციონზე 50$-დან დაიწყება. აუქციონზე ემის ტანსაცმელსაც, მათ შორის ბელგრადში, 2011 წელს გამართულ არტისტის ბოლო კონცერტზე ჩაცმულ კაბასაც გამოიტანენ. აქუციონი 6 და 7 ნოემბერს გაიმართება. მიღებული თანხების ნაწილი ემი ვაინჰაუსის საქველმოქმედო ფონდში გადანაწილდება. აღნიშნული ორგანიზაცია მომღერლის ოჯახმა იმ ახალგაზრდების დასახმარებლად შექმნა, ვინც ალკოჰოლიზმს და ნარკოდამოკიდებულებას ებრძვის.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)