|
2021-08-14 10:48:07, 2267 ნახვა
სამხედრო
საქართველოში ვიზიტით რუმინეთის სპეციალური ძალების მეთაური იმყოფება
საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა, პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა რუმინეთის სპეციალური ოპერაციების ძალების სარდლობის მეთაურს, გენერალ-მაიორ ტიბერიუ დაციან სერბანს უმასპინძლა. - ამის შესახებ ,,ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და რუმინეთის სპეციალური ოპერაციების ძალებს შორის თანამშრომლობის მიმართულებები მიმოიხილეს და სურვილი გამოთქვეს, რომ საბრძოლო შესაძლებლობების ამაღლების მიზნით აქტიური თანამშრომლობა გაგრძელდება და გაღრმავდება. „რუმინელი გენერლის ვიზიტი მიზნად ისახავდა საქართველოსა და რუმინეთის სპეციალური ოპერაციების ძალებს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში ჩატარებული და მიმდინარე ერთობლივი ღონისძიებებით მიღწეული პროგრესის შეფასებას“. - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)