|
2021-08-10 13:22:15, 2328 ნახვა
სამხედრო
ნატოს ყოფილი მეკავშირე ოფიცერი უწყებრივი მედლით დააჯილდოვეს
ნატოს მეკავშირე ოფიცერმა თავის მისია საქართველოში დაასრულა. - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველოსა და ნატოს შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ნატოს უკვე ყოფილი მეკავშირე ოფიცერი, პოლკოვნიკი გინტარას ბაგდონასი დღეს უწყებრივი მედლით - „გენერალი კვინიტაძე“ დააჯილდოვა და საქართველოში წარმატებული მისიისთვის მადლობა გადაუხადა. დღესვე, თავდაცვის ძალების მეთაურს ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა როსარია პუგლისმა ნატოს ახალი მეკავშირე ოფიცერი, პოლკოვნიკი რუსენ აბიდინოღლუ წარუდგინა. ღონისძიებას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე და ბრიგადის გენერალი ჯონი ტატუნაშვილი, ასევე უწყების სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)