|
2021-08-05 13:32:36, 1997 ნახვა
სამხედრო
გენერალ-მაიორი ტომას კარდენი საქართველოს ეროვნულ გვარდიას ეტუმრა
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გენერალ-მაიორი ტომას კარდენი ეროვნულ გვარდიას ესტუმრა, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ამერიკელ გენერალს ეროვნული გვარდიის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა კობა ახვლედიანმა უმასპინძლა. „შეხვედრაზე მხარეებმა ჯორჯიის შტატისა და საქართველოს ეროვნულ გვარდიებს შორის არსებულ 27 წლის პარტნიორობასა და თანამშრომლობაზე, ასევე, რეკრუტირების სამსახურის მიმართულებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. შეხვედრას ეროვნული გვარდიის უფროსის მოადგილე, ვიცე-პოლკოვნიკი ლევან გუგენაშვილი, ეროვნული გვარდიის შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი შალვა ძინძიბაძე, G-5-ის სამსახურის უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი ჯონი უჩანეიშვილი და ეროვნული გვარდიის მთავარი სერჟანტი, მთავარი სერჟანტი მირიან ფორჩხიძე დაესწრნენ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)