|
2021-08-03 12:08:26, 1914 ნახვა
სამხედრო
სამხედრო პოლიციის წვრთნები ორფოლოს პოლიგონზე Agile Spirit 2021-ის ფარგლებში
Agile Spirit 2021-ის ფარგლებში სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთ ბატალიონის ოცეული სამხედრო წვრთნებში აქტიურადაა ჩართული. – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, წვრთნები ახალციხეში, ორფოლოს პოლიგონზე მიმდინარეობს. სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფი კონვოის, პატრულირების, ცეცხლზე რეაგირებისა და უსაფრთხოების სავარჯიშოებს ასრულებს. „მრავალეროვნული სწავლების ფარგლებში სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ქართული ოცეული აშშ-ის სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფებთან ერთად ერთობლივ წვრთნებსაც ახორციელებს. ერთობლივი წვრთნები ამერიკელ და ქართველ სამხედრო პოლიციელებს შორის გამოცდილების გაზიარებასა და ურთიერთთავსებადობის ამაღლებას უწყობს ხელს. მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2021 საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობისა და ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის სარდლობის ორგანიზებით იმართება. სამხედრო წვრთნების საველე კომპონენტი საჩვენებელი სწავლებით ორფოლოს პოლიგონზე დასრულდება''.- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)