|
2021-08-01 16:52:03, 1637 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის სამინისტრომ „გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდულ ლეგიონს“ აღჭურვილობა გადასცა
24 დასახელების სამხედრო დანიშნულების სანივთე, სამთო და სამედიცინო აღჭურვილობა ახალგაზრდულმა ლეგიონმა თავდაცვის უწყებისგან მიიღო. აღჭურვილობა ვაზიანის აეროდრომზე თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და აშშ-ს ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა დაათვალიერეს. სამხედრო, სამთო და სამედიცინო აღჭურვილობა „გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდულ ლეგიონს“ საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, უსასყიდლოდ უვადო სარგებლობაში გადაეცა. ვაზიანის სამხედრო აეროდრომის სამწყობრო მოედანზე ქონების მიღება-ჩაარების დოკუმენტის ხელმოწერაც გაიმართა. თავდაცვის სამინისტრო და „გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონი“ 2016 წლიდან თანამშრომლობს. ლეგიონერების საქმიანობა ახალგაზრდა თაობაში სამხედრო საქმის პოპულარიზაციასა და პატრიოტული სულისკვეთების გაძლიერებას ისახავს მიზნად.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)