|
2021-07-22 15:26:05, 1349 ნახვა
სამხედრო
ჯუანშერ ბურჭულაძე - აქტიურად მიმდინარეობს ისრაელის კომპანია „რაფაელთან“ ხელმოწერილი შეთანხმების განხორციელება
თავდაცვის მინისტრმა საჰაერო შესაძლებლობების განვითარებაზე ისაუბრა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ კრწანისში, საერთო საჯარისო ცენტრში თავდაცვის ძალების განვითარების 10-წლიანი გეგმის წარდგენისას საჰაერო შესაძლებლობების განვითარებაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, წელს სრულდება ფრანგული კონტრაქტის მეორე ფაზა. აღნიშნული კონტრაქტის ფარგლებში, თავდაცვის ძალებს უკვე გააჩნია ფრანგული წარმოების საჰაერო თვალთვალის რადარები, მობილური საკომანდო პუნქტი და მისტრალი-3 ტიპის რაკეტა საცეცხლე მანქანებით. ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ აქტიურად მიმდინარეობს ისრაელის სახელმწიფო კომპანია „რაფაელთან“ ხელმოწერილი შეთანხმების განხორციელება, რაც არსებული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების განახლებასა და მოდერნიზებას ითვალისწინებს. თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ თავდაცვის უწყება დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვას. ამ მიმართულებით შესყიდვები და ჩვენი ჯარის გაძლიერების პროცესი მომავალი 10 წლის განმავლობაში ინტენსიურად განხორციელდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)