|
2015-01-31 16:17:33, 744 ნახვა
საზოგადოება
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს
"საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებმა, თბილისის პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს. ამის შესახებ ადგილიდან „ექსპრესნიუსის“ კორესპონდენტი იუწყება. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა სამართლიანობის აღდგენა და დამნაშავეების დასჯაა. „პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივნის, ირმა ინაშვილის თქმით, აქციის მთავარი მიზანია დროულად გაიხსნას ის გაუხსნელი საქმეები, რომელსაც პროკურატურა იძიებს. „კარგად უნდა გავიაზროთ რა არის დემოკრატიული სახელმწიფო, დემოკრატიული ინსტიტუტები და რა როლი აქვს ოპოზიციას. ოპოზიციის როლია იყოს ხელისუფლების წინააღმდეგ, ყველა იმ საკითხში, რომელიც არასწორად არის წარმოდგენილი, რაც აწუხებს საზოგადოებას. ბიძინა ივანიშვილმაც აღნიშნა თავის ინტერვიუში, რომ საზოგადოება უნდა იყოს კრიტიკული და მეც ვეთანხმები. ეს აქცია პროტესტის გამოხატულებაა და იმიტომ უნდა ვიდგეთ ერთად, რომ ჩვენი შვილების მომავალი დავიცვათ“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა. აქციაზე, რომელიც „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ორგანიზებით იმართება, ათასობით ადამიანია შეკრებილი. მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)