|
2015-01-31 15:46:56, 859 ნახვა
საზოგადოება
„პატრიოტთა ალიანსის“ აქციას ემზარ კვიციანი შეუერთდა
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ აქციას, რომელიც რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე იმართება, კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული ემზარ კვიციანი შეუერთდა. ამის შესახებ ადგილიდან „ექსპრესნიუსის“ კორესპონდენტი იუწყება. კვიციანმა აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ხელისუფლებას გამოფხიზლებისკენ მოუწოდა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მისი მოთხოვნა, რის გამოც აქციაზე მივიდა არის ის, რომ ვაზაგაშვილების საქმეები დროულად გაიხსნას. „მე სიტყვით გამოსვლის დროსაც ვთქვი და საზოგადოებას მოვუწოდე, რომ ჩემი აქ მოსვლის მიზეზი არის სამართლიანობის აღდგენა და იური ვაზაგაშვილისა და ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეების დროული გახსნა. მე ასევე მოვუწოდებ ხელისუფლებას გამოფხიზლდნენ და ხალხისკენ გამოიხედონ“, - განაცხადა ემზარ კვიციანმა. აქციაზე ათასობით ადამიანია შეკრებილი. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. აქციაზე ასევე იმყოფებიან იური ვაზაგაშვილის ახლობლები, ბუტა რობაქიძის მშობლები - ია მეტრეველი და სოსო რობაქიძე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)