|
2015-10-06 09:34:12, 900 ნახვა
სამხედრო
ორფოლოს სამხედრო პოლიგონზე გეგმიური საველე სწავლება დასრულდა
ორფოლოს სამხედრო პოლიგონზე მე-3 ქვეითი ბრიგადის გეგმიური საველე სწავლება საბრძოლო სროლებით დაიწყო. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წვრთნებში 31-ე ბატალიონის გაძიერებული ასეული და მესამე ქვეითი ბრიგადის საარტილერიო დანაყოფი მონაწილეობდა. საჩვენებელ საველე სწავლებას დასავლეთ სარდლობის ხელმძღვანელი პოლკოვნიკი მიხეილ სადუნიშვილი და მესამე ქვეითი ბრიგადის მეთაური ვიცე-პოლკოვნიკი როლანდ კიკნაველიძე დაესწრო. საველე წვრთნის დროს მესამე ქვეითი ბრიგადის გაძლიერებულმა ასეულმა თავდაცვითი ოპერაცია აწარმოა. ოპერაციის შესრულებისას 31-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ასეულს დამოუკიდებლად უნდა გამოეძახებინა საარტილერიო მხარდაჭერა და კოორდინატებიც თავად გადეცა. სწავლების დროს გამოყენებული იყო სხვადასხვა ტიპის ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება. მეცადინეობისას სამხედრო ხელმძღვანელობამ ქვეითი ასეულის და საარტილერიო დანაყოფის კოორდინირებული მოქმედებები შეფასეს. ს ამხედრო სწავლება 22 სექტემბერს დაიწყო და დღეს დასრულდა. წვრთნებში მე-3 ქვეითი ბრიგადის არტილერისტებთან ერთად 140 ქვეითი ჯარისკაცი მონაწილეობდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)