03:31 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-02 12:08:44, 898 ნახვა

სამხედრო
ავღანეთში, „მტკიცე-მხარდაჭერის“ მისიის შტაბ-ბინაში ტაქტიკური სწავლება გაიმართა

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში „მტკიცე-მხარდაჭერის“ მისიის შტაბ-ბინაში ტაქტიკური სწავლება გაიმართა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბაზის მთავარ გამშვებ პუნქტთან ჩატარებულ წვრთნაში საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ნაკრები ასეულის პირადი შემადგენლობა მონაწილეობდა.

სწავლება რამდენიმე კომპონენტისგან შედგებოდა. ქართველმა სამხედროებმა დაშავებულის ევაკუაციის, სწრაფი რეაგირების და ბაზის შიდა უსაფრთხოების ამოცანების შესრულებაში გაიარეს მომზადება.

31-ე ბატალიონის ნაკრები ასეულის სამხედროებს ტაქტიკური სწავლებები ყოველკვირეულად უტარდებათ. „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბ-ბინის ხელმძღვანელობისა და ასეულის მეთაურის შეფასებით, პირადი შემადგენლობა საბრძოლო მზადყოფნის მაღალ ხარისხს ინარჩუნებს.

საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ნაკრები ასეულის მთავარი ამოცანა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მდებარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბ-ბინის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია რეჟიმს - შეწყდეს რეპრესიები, სოლიდარობა დამოუკიდებელ მედიას
დიუშენით დაავადებული ბავშვების დასახმარებელ მარათონში კომპანიები ჩაერთნენ
რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics