|
2015-01-29 21:18:19, 921 ნახვა
პოლიტიკა
რიჩარდ ნორლანდი: არასამთავრობოები საელჩოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან
ამერიკის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი ბიძინა ივანიშვილის სატელევიზიო ინტერვიუს იმ ნაწილს გამოეხმაურა. როგორც ელჩმა ჟურნალისტებს განუცხადა, ინტერვიუს იგი დღეს გაეცნო. ნორლანდის თქმით, არასამთავრობო სექტორი აშშ-ს საელჩოს პარტნიორები არიან. "ბატონ ივანიშვილს ხანგრძლივი ინტერვიუ ჰქონდა გუშინ ტელევიზიით. მე კვლავ ვეცნობი იმ მასალებს, რომელიც უკავშირდება ამ ინტერვიუს. როდესაც ბატონი ივანიშვილი გამოდის, ის ყოველთვის გულახდილად საუბრობს და საინტერესო დისკუსიას იწვევს. საზოგადოებაში მნიშვნელოვანია დიალოგი. კრიტიკა აზრის თავისუფლების გამოხატვაა, რაც საზოგადოებაში დემოკრატიული პროცესებისთვის მნიშვნელოვანია. ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს თამაშობს მედია, არასამთავრობო სექტორი. ბატონი ივანიშვილის მოსაზრებები ნამდვილად მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის. თავის მხრივ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და „სამართლიანი არჩევნებისთვის“ საელჩოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან“, - განაცხადა ნორლანდმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)