|
2021-01-07 01:48:50, 4192 ნახვა
სხვადასხვა
ჯო ბაიდენი - ჩვენი დემოკრატია უპრეცედენტო თავდასხმის ქვეშაა
აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ დემოკრატია უპრეცედენტო თავდასხმის ქვეშაა. - ამის შესახებ, არჩეულმა პრეზიდენტმა კონგრესში განვითარებული მოვლენების საპასუხოდ თქვა. "ყველა ხედავთ იმას, რასაც მე. ჩვენი დემოკრატია უპრეცედენტო თავდასხმის ქვეშაა. ასეთი არაფერი გვინახავს თანამედროვეობაში. ესაა თავდასხმა თავისუფლების ციტადელზე, არის თავდასხმა ხალხის წარმომადგენლებზე და კაპიტოლიუმის პოლიციაზე, რომელიც მათ იცავდა. ეს არის თავდასხმა საჯარო მოხელეებზე, რომლებიც ჩვენი რესპუბლიკის გულში მუშაობენ. თავდასხმა კანონის უზენაესობაზე. - განაცხადა ბაიდენმა. ტელეკომპანია "სი-ენ-ენი" ავრცელებს ვიდეოკადრებს, თუ როგორ ჩაამტვრიეს მათ კაპიტოლიუმის ფანჯრები და საკანონმდებლო ორგანოს შენობაში გადაძვრნენ. ამ დროს კონგრესში ორივე პალატა იყო შეკრებილი, რათა 3 ნოემბრის არჩევნებზე დემოკრატი ჯო ბაიდენის გამარჯვება საბოლოოდ გაეფორმებინათ. აღნიშნული ღონისძიება ძირითადად ცერემონიულ ხასიათს ატარებს და საუკუნეების წინ დამკვიდრებული ტრადიციაა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)