|
2020-11-25 20:34:44, 2362 ნახვა
სპორტი
დიეგო მარადონა გარდაიცვალა
ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მედიის ინფორმაციით, ფეხბურთელმა ორი კვირის წინ თავის ტვინის ოპერაცია გაიკეთა და რეაბილიტაციის კურსს გადიოდა. შეგახსენებთ, რომ ლეგანდარული არგენტინელმა პროფესიული კარიერა 1997 წელს დაიწყო, ის „არხენტინოს ჯუნიორსი“ ირიცხებოდა. მარადონა ასევე კატალონიის „ბარსელონაში“, „ნაპოლსა“ და ესპანურ „სევლიაში“ თამაშობდა. არგენტინელმა 1980 წელს არგენტინის თასი, 1982-ში ესპანეთისა და ესპანეთის ლიგის თასები მოიგო, ასევე იტალიის ჩემპიონატის ორგზის გამარჯვებული და უეფას თასის მფლობელი იყო. ნაკრებში მარადონას 1986 წელს მსოფლიო ჩემპიონატი აქვს მოგებული. 1979-80 წლებში სამხრეთ ამერიკის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, ხოლო 2004 წელს ფიფას ასეულში მოხვდა. სამწვრთნელო კარიერა მარადონამ 1995 წელს დაიწყო და პირველად არგენტინული კლუბი „რასინგ კლუბი“ ჩაიბარა. ბოლოს მარადონა 2018 წელს „დორადოსას“ უძღვებოდა მწვრთნელის რანგში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)