|
2020-10-25 10:34:23, 2149 ნახვა
სპორტი
ხაბიბმა კარიერა დაასრულა - „UFC-ს“ ცოცხალი ლეგენდა
ხაბიბ ნურმაგომედოვმა გუშინ ღამით მისი კარიერის ბოლო შეხვედრა გამართა. დაღესტნელმა მებრძოლმა „UFC 254-ის“ მთავარი დაპირისპირებაში ჯასტინ გეიჯი დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ხაბიბმა გეიჯი ბრძოლის მეორე რაუნდში ე.წ „სამკუთხედი მახრჩობელას“ ილეთით დაამარცხა. კავკასიელმა მებრძოლმა გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთე და განაცხადა, რომ ეს მისი ბოლო ბრძოლა იყო. „ეს ჩემი კარიერის უკანასკნელი ბრძოლა იყო, დედაჩემს არ უნდა მამაჩემის გარეშე მეასპარეზა, ამიტომაც მას დავპირდი, რომ ამ ორთაბრძოლის შემდეგ კარიერას დავასრულებდი. „UFC-ს“ ვთხოვ „წონა-წონაზე“ სიაში, სამშაბათამდე პირველ ადგილზე დამტოვოს“ , - განაცხადა ნურმაგომედოვმა. შეგახსენებთ, რომ კავკასიელის ანგარიშზე 29 მოგება და არც ერთი წაგება არაა, ამ შედეგით კი, ხაბიბი ამ ჩემპიონატის ერთადერთი ცოცხალი ლეგენდაა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)