|
2020-10-05 14:51:34, 1016 ნახვა
კომენტარი
თაკო ჩარკვიანი - პოზიორმა, ვარცხინილობამონდომებულმა პაწია კახიმ გადაწყვიტა შეგვაშინოს
პოზიორმა, ვარცხინილობამონდომებულმა, პაწია კახიმ გადაწყვიტა შეგვაშინოს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა თაკო ჩარკვიანმა განაცხადა. მისი თქმით, დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ უკანონოდ დაკავებული აქტივისტები. „მათი ჭკუით გვაშინებენ. ამ პოზიორ მერს წარმოდგენა არ აქვს როგორ გგონია ამ ძალიან ვარცხნილობა მონდომებულ მერს და ძალიან პაწია კახის, მე მას პაწია კახი დავარქვი, იმიტომ რომ ჩვენ კახი ვინც იყო ვიცით, აი ამ ძალიან პაწია კახიმ გადაწყვიტა რომ შეგაშინოს. წესიერად მოიქცეს, თორემ შეშინებას ვაჩვენებთ. სასწრაფოდ ის ბავშვები გამოიყვანონ“, - განაცხადა ჩარკვიანმა "პრაიმტაიმთან". ცნობისთვის, თბილისის მერიასთან ხმაურია. აქციაზე "სტრატეგია აღმაშენებლის" აქტივისტები და დეპუტატობის კანდიდატი, პაატა მანჯგალაძე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, სულ დაკავებულია 4 პირი. აღნიშნული პირები სისხლის სამართლის კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
ირაკლი კობახიძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
ორ თვეში საქართველოს სანაპიროზე დაახლოებით 40 დელფინი გამოირიყა
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)