|
2020-08-18 23:12:16, 10488 ნახვა
სპორტი
კახა ჩხეტიანი - ყველაფერი კარგად გვაქვს დაგეგმილი, მთავარია, პრაქტიკაში სრულფასოვნად გამოვიყენოთ და ქომაგი გავახაროთ
„ყველაფერი კარგად გვაქვს დაგეგმილი, მთავარია, პრაქტიკაში სრულფასოვნად გამოვიყენოთ და ქომაგი გავახაროთ“ , - ამის შესახებ თბილისი „დინამოს“ მწრთნელმა, კახა ჩხეტიანმა პრესკომფერენციაზე განაცხადა. „ხვალინდელი მატჩისთვის გუნდში საბრძოლო განწყობაა. წინასწარ შანსებზე არ მიყვარს საუბარი, მაგრამ ვიტყვი, რომ ჩვენი გუნდი მოსაგებად იბრძოლებს. მართალია, სტადიონზე ქომაგი არ დაიშვება, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გულშემატკივრის ხმას გავიგონებთ. არ აქვს მნიშვნელობა ერთი მატჩის ჩატარება გვიწევს თუ ორის, ყველა შემთხვევაში, მოედანზე მოტივირებული და მომზადებული უნდა გამოვიდეთ. მატჩების რაოდენობა არაფერს არ ცვლის. დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია და კარგად უნდა გავაცნობიეროთ. შეხვედრის თითოეული წუთი მაქსიმალურად მობილიზებული და კონცენტრირებული უნდა ვიყოთ. მატჩამდე ჩვენი მეტოქის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მოვიძიეთ, ყველა დეტალი განვიხილეთ. ყველაფერი კარგად გვაქვს დაგეგმილი, მთავარია, პრაქტიკაში სრულფასოვნად გამოვიყენოთ და ქომაგი გავახაროთ”, – განაცხადა „დინამო“ თბილისის მწრთნელმა, კახა ჩხეტიანმა. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო მატჩს საქართველოს ჩემპიონი ხვალ 21:00 საათზე „დინამო არენაზე“ გამართავს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)