12:42 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-26 13:39:44, 1492 ნახვა

კომენტარი
ბოკერია აუდიტის ანგარიშზე - ყველა ჩვენგანის ხარჯზე ხდება ჩვენი სახსრების გაფლანგვა და ამისთვის სამართლებრივად კი არა, პოლიტიკურადაც არავინ აგებს პასუხს

„ყველა ჩვენგანის ხარჯზე ხდება ჩვენი სახსრების გაფლანგვა და ამისთვის სამართლებრივად კი არა, პოლიტიკურადაც არავინ აგებს პასუხს, ასე უყურებენ ისინი ყველაფერს“, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია აუდიტის ანგარიშს.

მისი თქმით, ეს არის კიდევ ერთი მაგალითი როგორი მავნებლურია ეს მიდგომა, როცა ნებისმიერი მთავრობა, და განსაკუთრებით ეს მთავრობა თვლის, რომ ბიზნესზე, მეწარმეებზე, ადამიანებზე უკეთ შეუძლია განკარგოს ჩვენი ფული.

 „ყველა ჩვენგანის ხარჯზე ხდება ჩვენი სახსრების გაფლანგვა და ამისთვის სამართლებრივად კი არა, პოლიტიკურადაც არავინ აგებს პასუხს, ასე უყურებენ ისინი ყველაფერს. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი როგორი მავნებლურია ეს მიდგომა, როცა ნებისმიერი მთავრობა, და განსაკუთრებით ეს მთავრობა თვლის, რომ ბიზნესზე, მეწარმეებზე, ადამიანებზე უკეთ შეუძლია განკარგოს ჩვენი ფული. მომავალში ჩვენი გადასახდელი ფულის ხარჯზე იღებენ სესხს და მერე ეს იფლანგება ან კორუფციულად რიგდება, არა აქვს მნიშვნელობა. კორუფციას რომც არ ჰქონდეს ადგილი, ეს არის დამღუპველი დამოკიდებულება“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ 2019 წელს 243 მლნ ლარის ოდენობის საგარეო ვალით დაფინანსებული 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით შესრულდა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს
ყაველაშვილი: კარგად უნდა გავაცნობიეროთ, დამოუკიდებლობა არაა სამუდამოდ ბოძებული მოცემულობა
შიო III: თავისუფლება მხოლოდ პოლიტიკურ მონაპოვრად და წარსულის მემკვიდრეობად არ უნდა ვაქციოთ
დიუშენის მქონე ბავშვების მშობლები დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics