|
2020-04-17 10:44:04, 8267 ნახვა
ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 39 პაციენტია, საიდანაც 6 მოზარდია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 39 პაციენტია, საიდანაც 6 მოზარდია. მისი თქმით, მათი მდგომარეობა სტაბილურია და დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება. „გუშინ დილასთან შედარებით, ჯამში 34 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს და სულ 370. აქედან ჩვენი ცენტრის არის 90 პაციენტი. გუშინ დღე-ღამის განმავლობაში, 5 გამოჯანმრთელებული შემთხვევა შეგვემატა ჯამში. დღეს დილისთვის კი არის 77, საიდანაც 50 პაციენტი არის ჩვენი ცენტრის გამოჯანმრთელებული პაციენტები. ამ ეტაპზე კოვიდის ცენტრებში კორონავირუსზე მკურნალობს 293 პაციენტი. ჩვენთან, ამ ეტაპზე 39 დადასტურებული პაციენტია. გუშინ გვიან ღამით შემოგვემატა ერთი პაციენტი, რომელიც არის 6 წლის ბავშვი. ამ ეტაპზე ჩვენს ცენტრში 6 მოზარდი მკურნალობს. მათი მდგომარეობა არ არის რთული. ამ ეტაპზე სტაბილური სიტუაციაა, დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება და ალბათ, გამოჯანმრთელების მხრივ პრობლემები არ გვექნება“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)