|
2020-04-16 12:55:27, 9758 ნახვა
ომი უკრაინაში
მაკა სოლოღაშვილი - შესაძლოა, არ გვეყოს მედპერსონალის, ეკიპირებისა და ადგილების მარაგი
შესაძლოა, არ გვეყოს მედპერსონალის, ეკიპირებისა და ადგილების მარაგი, ამიტომ ავიმაღლოთ საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დავრჩეთ სახლში, - ამის შესახებ ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლაღაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, თუ ინფიცირებულთა ზრდა ასეთი ტემპით წავიდა, აღჭურვილობა 10 დღის განმავლობაში საკმარისი იქნება. „ყველაფერი დამოკიდებულია საზოგადოებრივ პასუხისმგებლობაზე. შესაძლებელია ეს ყველაფერი განვითარდეს ისე, რომ არ გვეყოს არანაირი მარაგი. ამიტომ ძალიან გთხოვთ ყველამ ვიფიქროთ იმაზე, რომ შეიძლება არ გვეყოს არც მედპერსონალი, არც ადგილები, არც ეკიპირება და დავდგეთ სერიოზული რისკების წინაშე. თუ ჩვენ მოვიქცევით ისე როგორც ამ დროისთვის ვიქცევით და კიდევ უფრო ავიმაღლებთ საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას ყველაფერი გადაივლის ზედმეტი გართულებების გარეშე. ეს ყველაფერი არის ჩვენი საზოგადოების ხელში. ამიტომ დარჩით სახლში, ჩვენ ვიმუშავებთ და ვიზრუნებთ მაქსიმალურად თქვენი ჯანმრთელობისთვის. ეს აღჭურვილობა თუ ასეთი ტემპით წავიდა ზრდა დაახლოებით ალბათ 10 დღის განმავლობაში გვეყოფა, თუ ზრდის ტემპი მოიმატებს მაშინ ეს არაპროგნოზირებადი“, - განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)