|
2020-04-14 10:46:56, 6674 ნახვა
ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, გუშინ, დღე-ღამის განმავლობაში, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 6 ახალი პაციენტი შეიყვანეს, საიდანაც 4 მოზარდია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, გუშინ, დღე-ღამის განმავლობაში, ინფექციურ საავადმყოფოში 6 ახალი პაციენტი შეიყვანეს, საიდანაც 4 მოზარდია. მისი თქმით, ამ დროისთვის პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. „ბოლო 24 საათში დაგვემატა 30 დადასტურებული შემთხვევა და დღეს დილისთვის 296 დადასტურებული შემთხვევაა. აქედან ქვეყნის მასშტაბით, 68 გამოჯანმრთელებულია. ამ 296-დან 84 პაციენტი ჩვენია, ხოლო გამოჯანმრთელებული 45 პაციენტია ჩვენი. ამ ეტაპზე კოვიდ ცენტრებში 228 პაციენტი მკურნალობს. ჩვენთან გუშინ დღე-ღამის განმავლობაში 6 პაციენტი დაგვემატა. ქობულეთის კლასტერიდან შემოვიდა 5 პაციენტი, საიდანაც ერთი მოზრდილი და 4 მოზარდია. მათი მდგომარეობა ჯერჯერობით დამაკმაყოფილებელია და იმედი გვაქვს ასე გაგრძელდება. ერთი შემოგვემატა სხვა კლასტერიდან. სულ 2 კლასტერია ჩვენთან, ერთი ქობულეთის და მეორე ჩემთვის უცნობია“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)